ადგილობრივების ინფორმაციით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან მოყოლილი
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, ადგილობრივების ცნობით, ნანგრევებში 7 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის ბავშვები. ოფიციალური ინფორმაციით, კლინიკაში 4 პირია გადაყვანილი.

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებისგან ათავისუფლებენ.
რამდენიმე წუთის წინ კი კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო მაშველებმა გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეაჩერეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, 7 ადამიანია მოყოლილი. მათივე ცნობით, ნანგრევებში მოყოლილი არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. ადგილობრივების თქმით, კორპუსი ავარიულია. ადგილზე იმყოფებიან კორპუსში მცხოვრები ადამიანების ახლობლებიც.
“ჩემი მეგობარია მოყოლილი, 57 წლის იქნება“, -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
„ოთხივე სართული არის ჩამოსული პირველ სართულზე. დეიდაა მოყოლილი [ნანგრევების] დაბლა. ჩვენი ოჯახიდან გამოვედით“, - ამბობს მეორე თვითმხილველი.
„ორი ბავშვია მოყოლილი, პატარები“, - განუცხადა „ტვ პირველს“ კიდევ ერთმა პირმა ადგილზე.
როგორც ცნობილია, ფონიჭალაში კორპუსში, აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანილია 4 პირი, მათ შორის მცირეწლოვანი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…