პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე - მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით, დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად - გვქონდა მზაობა, რომ 90 ოჯახი გაგვეყვანა სასტუმროში, თუმცა აუცილებლობა არ არის და ახლა 28 ოჯახზეა საუბარი

კახა კალაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქებული კორპუსიდან მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური, ხოლო სასტუმროში 90-ის ნაცვლად 28 ოჯახს გადაიყვანენ.

კახა კალაძე - მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით, დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად - გვქონდა მზაობა, რომ 90 ოჯახი გაგვეყვანა სასტუმროში, თუმცა აუცილებლობა არ არის და ახლა 28 ოჯახზეა საუბარი
ინტერპრესნიუსი

შესაბამისმა სამსახურმა სამხარაულთან ერთად დაასრულა კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე. მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური - უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფონიჭალაში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც აფეთქება მოხდა.

მისივე თქმით, თავიდან 90 ოჯახის მოთავსება იგეგმებოდა სასტუმროში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის და მხოლოდ 28 ოჯახი განთავსდება.

„ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა სამხარაულთან ერთად დაასრულა მთლიანად კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე. მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური - უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მაგის გვერდით არსებული სადარბაზო.

დანარჩენი მთლიანად კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ.

ჩვენ თავიდან გვქონდა მზაობა, რომ მთლიანად კორპუსის მაცხოვრებელი 90 ოჯახი გაგვეყვანა და მოგვეთავსებინა სასტუმროში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის. მხოლოდ 28 ოჯახზე არის საუბარი. დაახლოებით 143 ადამიანია, რომლებთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილებული იქნებიან სხვადასხვა სასტუმროებში და ყველანაირი დახმარება, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი, ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 7 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – მუნიციპალური ლაბორატორია ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას სწავლობს, თუ საჭიროება იქნება, ყველა ოჯახს დავაბინავებთ, ყველაფერი უზრუნველყოფილია
  2. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
  3. TV პირველიოპოზიციურიმობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ საჭირო გახდა, ყველა ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე
  4. რუსთავი 2სამთავრობოერთობლივად მიმდინარეობს ყველა შესაბამისი ღონისძიებისა და სამუშაოს გატარება, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსში მაცხოვრებელ 90 ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მუნიციპალური ლაბორატორია მდგრადობასთან დაკავშირებით შესწავლას ახორციელებს - მობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
  6. BM.GEოპოზიციური"სასტუმროები მობილიზებული გვაქვს" - კახა კალაძე ფონიჭალაში აფეთქების ადგილას მივიდა
  7. რუსთავი 2სამთავრობოფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია სასტუმროებში დააბინავებს
  8. POSTVსამთავრობოკახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შესახებ: “მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები. უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ”
  9. ფორმულაოპოზიციურიკალაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე: თუ ამის აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
  10. რუსთავი 2სამთავრობო143 ადამიანი გადანაწილებული იქნება სხვადასხვა სასტუმროებში და ჩვენი მხრიდან ყველანაირი საჭირო დახმარება გაეწევათ - კახა კალაძე
  11. TV პირველიოპოზიციურიკალაძე: მხოლოდ 2 სადარბაზოა პრობლემური, დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად... 28 ოჯახის სასტუმროში გაყვანაზეა საუბარი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში აფეთქების შემდეგ ნანგრევებში 7 ადამიანს ეძებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები