პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადგილობრივების ინფორმაციით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან მოყოლილი - მაშველები კორპუსის ნანგრევებისგან გათავისუფლებას ცდილობენ

ტვ პირველი

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში 7-მდე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან მოყოლილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან მოყოლილი - მაშველები კორპუსის ნანგრევებისგან გათავისუფლებას ცდილობენ
ინტერპრესნიუსი

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებისგან ათავისუფლებენ.

რამდენიმე წუთის წინ ki კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო მაშველებმა გაწმენდითი სამუშაოებიც შეაჩერეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში 7-მდე ადამიანია მოყოლილი. მათივე ცნობით, ნანგრევებში მოყოლილია მცირეწლოვანი ბავშვებიც. ადგილობრივების თქმით, კორპუსი ავარიულია. ადგილზე იმყოფებიან კორპუსში მცხოვრები ადამიანების ახლობლებიც.

“ჩემი მეგობარია მოყოლილი, 57 წლის იქნება“, -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„ოთხივე სართული არის ჩამოსული პირველ სართულზე. დეიდაა მოყოლილი დაბლა. ჩვენი ოჯახიდან გამოვედით“, - ამბობს მეორე თვითმხილველი.

„ბავშვები არიან მოყოლილი ორი, პატარები“, - განუცხადა „ტვ პირველს“ კიდევ ერთმა პირმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 3
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიფონიჭალაში აფეთქება მოხდა
  2. ფორმულაოპოზიციურიფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – დაშავებულია, სულ მცირე, სამი ადამიანი
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურითვითმხილველების ინფორმაციით, ფონიჭალაში, კორპუსიდან სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს წარმომადგენლებმა ხალხი კორპუსისგან განარიდეს - ადგილობრივების ინფორმაციით, შენობას დამატებითი ბზარები გაუჩნდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები