კალაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე: თუ ამის აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული კორპუსის 90-ვე ოჯახს სასტუმროებში გადაიყვანენ. შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი და ამ დრომდე ეძებენ შვიდ ადამიანს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის 90-ვე ოჯახს დროებით სასტუმროებში გადაიყვანენ.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტს სასტუმროები უკვე მობილიზებული აქვს. ამასთან, მუნიციპალური ლაბორატორია კორპუსის მდგრადობას სწავლობს და დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება საჭირო.
„ჩვენ მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, დროებით, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ ამის აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ“, — განაცხადა კალაძემ.
ფონიჭალაში, ხუთსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამ დრომდე შვიდ ადამიანს ეძებენ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.
შემთხვევის ადგილზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. არსებობს კორპუსის ჩამონგრევის საფრთხეც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაკახა კალაძე – მუნიციპალური ლაბორატორია ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას სწავლობს, თუ საჭიროება იქნება, ყველა ოჯახს დავაბინავებთ, ყველაფერი უზრუნველყოფილია
კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
მობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ საჭირო გახდა, ყველა ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე
ერთობლივად მიმდინარეობს ყველა შესაბამისი ღონისძიებისა და სამუშაოს გატარება, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსში მაცხოვრებელ 90 ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
კახა კალაძე - კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მუნიციპალური ლაბორატორია მდგრადობასთან დაკავშირებით შესწავლას ახორციელებს - მობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
"სასტუმროები მობილიზებული გვაქვს" - კახა კალაძე ფონიჭალაში აფეთქების ადგილას მივიდა
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია სასტუმროებში დააბინავებს
კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შესახებ: “მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები. უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ”
კახა კალაძე - მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით, დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად - გვქონდა მზაობა, რომ 90 ოჯახი გაგვეყვანა სასტუმროში, თუმცა აუცილებლობა არ არის და ახლა 28 ოჯახზეა საუბარი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…