"სასტუმროები მობილიზებული გვაქვს" - კახა კალაძე ფონიჭალაში აფეთქების ადგილას მივიდა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ სასტუმროები მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში კორპუსის 90-ვე ოჯახს დააბინავებენ.

თბილისის მერი კახა კალაძე ქვემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილას მივიდა.
მისი თქმით, დაზარალებულთათვის მობილიზებულია სასტუმროები და თუ საჭირო იქნება 90-ვე ოჯახს სასტუმროებში დააბინავებენ.
"მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, შსს-ს ყველა უწყება, ერთობლივად მიმმდინარეობს სამუშაოების და ღონისძიების გატარება. ასევე მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით.
მობილიზებული გვაქვს სასტუმროები; უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, კორპუსის ყველა ოჯახს, საუბარია 90 ოჯახზე, დავაბინავებთ. ამის შესახებ გვეცოდინება მას შემდეგ, რაც მუნიციპალური ლაბორატორია დაასრულებს შემოწმებას. შემდეგ გვეცოდინება, რეალურად რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება შესაძლებელეი", - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7 პირს ეძებენ, რომელთა შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. 4 პირი კი კლინიკაშია გადაყვანილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაკახა კალაძე – მუნიციპალური ლაბორატორია ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას სწავლობს, თუ საჭიროება იქნება, ყველა ოჯახს დავაბინავებთ, ყველაფერი უზრუნველყოფილია
კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
მობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ საჭირო გახდა, ყველა ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე
ერთობლივად მიმდინარეობს ყველა შესაბამისი ღონისძიებისა და სამუშაოს გატარება, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსში მაცხოვრებელ 90 ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
კახა კალაძე - კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მუნიციპალური ლაბორატორია მდგრადობასთან დაკავშირებით შესწავლას ახორციელებს - მობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია სასტუმროებში დააბინავებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…