პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე – მუნიციპალური ლაბორატორია ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას სწავლობს, თუ საჭიროება იქნება, ყველა ოჯახს დავაბინავებთ, ყველაფერი უზრუნველყოფილია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა: დაშავდა 4 ადამიანი, ხოლო 7 პირს ეძებენ. კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ლაბორატორია კორპუსის მდგრადობას სწავლობს და საჭიროების შემთხვევაში 90-ვე ოჯახს დააბინავებენ.

კახა კალაძე – მუნიციპალური ლაბორატორია ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას სწავლობს, თუ საჭიროება იქნება, ყველა ოჯახს დავაბინავებთ, ყველაფერი უზრუნველყოფილია
პირველი არხი

ფონიჭალაში სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს დილით, აფეთქება, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი აირის გაჟონვით, ამ წუთში მიმდინარეობს სამძებრო-საძიებო სამუშაოები, შვიდ ადამიანს ეძებენ, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, ადგილზეა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა უწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთობლივად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებების და სამუშაოების გატარება.

„პარალელურად მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. ჩვენ მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, დროებით უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მაცხოვრებლებს, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ. თუ ამის საჭიროება იქნა, ეს გვეცოდინება შემოწმების შემდეგ, როდესაც მუნიციპალური ლაბორატორია დაამთავრებს სამუშაოებს. ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება რეალურად, რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კალაძემ.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი კლინიკებშია გადაყვანილი, ხოლო შვიდის სამძებრო-სამაშველო ღონისძებები მიმდინარეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
  2. TV პირველიოპოზიციურიმობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ საჭირო გახდა, ყველა ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე
  3. რუსთავი 2სამთავრობოერთობლივად მიმდინარეობს ყველა შესაბამისი ღონისძიებისა და სამუშაოს გატარება, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსში მაცხოვრებელ 90 ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მუნიციპალური ლაბორატორია მდგრადობასთან დაკავშირებით შესწავლას ახორციელებს - მობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
  5. BM.GEოპოზიციური"სასტუმროები მობილიზებული გვაქვს" - კახა კალაძე ფონიჭალაში აფეთქების ადგილას მივიდა
  6. რუსთავი 2სამთავრობოფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია სასტუმროებში დააბინავებს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები