პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

143 ადამიანი გადანაწილებული იქნება სხვადასხვა სასტუმროებში და ჩვენი მხრიდან ყველანაირი საჭირო დახმარება გაეწევათ - კახა კალაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან 28 ოჯახს, დაახლოებით 143 ადამიანს, დროებით სასტუმროებში გადაანაწილებენ.

143 ადამიანი გადანაწილებული იქნება სხვადასხვა სასტუმროებში და ჩვენი მხრიდან ყველანაირი საჭირო დახმარება გაეწევათ - კახა კალაძე
რუსთავი 2

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის მდგომარეობასა და ადგილზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებთან თქვა, პრობლემურია ორი სადარბაზო - ერთი ის, სადაც უშუალოდ აფეთქება მოხდა და მეორე - მის გვერდით არსებულ სადარბაზო. მისივე თქმით, შენობის დანარჩენი ნაწილი საცხოვრებლად ვარგისია და მოსახლეობას იქ ცხოვრების გაგრძელება შეუძლია.

"მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური - უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი, მთლიანად კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და ადამიანებს შეუძლიათ, ცხოვრება გააგრძელონ. ჩვენ თავიდან გვქონდა მზაობა, რომ მთლიანად კორპუსის მცხოვრებელი, 90 ოჯახი გაგვეყვანა და მოგვეთავსებინა სასტუმროში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის, მხოლოდ 28 ოჯახზე არის საუბარი, დაახლოებით 143 ადამიანი, რომლებთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილებული იქნებიან სხვადასხვა სასტუმროებში და ყველანაირი დახმარება, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული.

მიმდინარეობს სამუშაოები და თუკი რაიმე სიახლე იქნება, რა თქმა უნდა, მოგაწვდით ინფორმაციას.

ვხედავთ, რომ ყველა სამსახური ადგილზეა, მობილიზებული, შინაგან საქმეთა სამინისტრო. აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია, ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკა, ყველა უწყება ადგილზეა და მიმდინარეობს სამუშაოები", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 4ნეიტრალური 2
  1. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – მუნიციპალური ლაბორატორია ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას სწავლობს, თუ საჭიროება იქნება, ყველა ოჯახს დავაბინავებთ, ყველაფერი უზრუნველყოფილია
  2. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
  3. TV პირველიოპოზიციურიმობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ საჭირო გახდა, ყველა ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე
  4. რუსთავი 2სამთავრობოერთობლივად მიმდინარეობს ყველა შესაბამისი ღონისძიებისა და სამუშაოს გატარება, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსში მაცხოვრებელ 90 ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მუნიციპალური ლაბორატორია მდგრადობასთან დაკავშირებით შესწავლას ახორციელებს - მობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
  6. BM.GEოპოზიციური"სასტუმროები მობილიზებული გვაქვს" - კახა კალაძე ფონიჭალაში აფეთქების ადგილას მივიდა
  7. რუსთავი 2სამთავრობოფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია სასტუმროებში დააბინავებს
  8. POSTVსამთავრობოკახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შესახებ: “მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები. უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ”
  9. ფორმულაოპოზიციურიკალაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე: თუ ამის აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
  10. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით, დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად - გვქონდა მზაობა, რომ 90 ოჯახი გაგვეყვანა სასტუმროში, თუმცა აუცილებლობა არ არის და ახლა 28 ოჯახზეა საუბარი
  11. TV პირველიოპოზიციურიკალაძე: მხოლოდ 2 სადარბაზოა პრობლემური, დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად... 28 ოჯახის სასტუმროში გაყვანაზეა საუბარი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში აფეთქების შემდეგ ნანგრევებში 7 ადამიანს ეძებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები