ერთობლივად მიმდინარეობს ყველა შესაბამისი ღონისძიებისა და სამუშაოს გატარება, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსში მაცხოვრებელ 90 ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ფონიჭალაში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შემდეგ 7 ადამიანს ეძებენ, საჭიროების შემთხვევაში კი მერია კორპუსში მცხოვრებ 90 ოჯახს დააბინავებს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფონიჭალაში, სადაც კორპუსში აფეთქება მოხდა, სპეციალისტები მუშაობენ, რათა კორპუსის მდგრადობა შეისწავლონ.
კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ყველა ოჯახი საცხოვრებლით უზრუნველყოს.
"აფეთქება მოხდა დღეს დილით, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი აირის გაჟონვით. ამ წუთებში მიმდინარეობს სამძებრო-საძიებო სამუშაოები, 7 ადამიანს ეძებენ.
მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზეა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა უწყება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ერთობლივად მიმდინარეობს ყველა შესაბამისი ღონისძიებისა და სამუშაოს გატარება.
პარალელურად, მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით.
მობილიზებული გვაქვს სასტუმროები. დროებით, ყველაფერი უზრუნველყოფილია. საჭიროების შემთხვევაში, კორპუსში მაცხოვრებელ 90 ოჯახს დავაბინავებთ. ეს გვეცოდინება შემოწმების შემდეგ, როდესაც მუნიციპალური ლაბორატორია დაასრულებს სამუშაოებს. ამის შემდეგ გვეცოდინება, რეალურად რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება შესაძლებელი", - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქება დილით მოხდა. ამ დროისთვის, კლინიკებში გადაყვანილია 4 პირი, 7 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მათგან სამი ბავშვია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაკახა კალაძე – მუნიციპალური ლაბორატორია ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას სწავლობს, თუ საჭიროება იქნება, ყველა ოჯახს დავაბინავებთ, ყველაფერი უზრუნველყოფილია
კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
მობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ საჭირო გახდა, ყველა ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე
კახა კალაძე - კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მუნიციპალური ლაბორატორია მდგრადობასთან დაკავშირებით შესწავლას ახორციელებს - მობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…