ფონიჭალაში, კორპუსში აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - პარალელურად, პირადი ნივთების გამოსატანად, უსაფრთხოების ზომების დაცვით შენობაში ადგილობრივები შედიან
ფონიჭალაში, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა და 5 დაშავდა, საგამოძიებო მოქმედებები და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

ფონიჭალაში, სადაც გუშინ, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე დილიდან იმყოფებიან სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები.
ოჯახები პირადი მოხმარების ნივთების გამოსატანად მიმდებარე კორპუსებში უსაფრთხოების ზომების დაცვით შედიან. მათ დახმარებას მეხანძრე-მაშველები უწევენ.
პარალელურად მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
კვლავ გაშლილია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საგანგებო შტაბი.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…