პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვებით გამოწვეული აფეთქების შედეგად სადარბაზო ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან სამი დაშავებული პირი გამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია
რუსთავი 2

ქვემო ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად, კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ამ ეტაპზე ნანგრევებიდან მაშველებმა სამი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, კორპუსის ბოლო სართულზე მცხოვრებმა საავადმყოფოში გადაყვანამდე განაცხადა, რომ ღამე გაზქურის ანთებას ცდილობდა, დილით კი მორიგი მცდელობისას აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში სწორედ კორპუსის ბოლო სართულზე გროვდებოდა.

უსაფრთხოების მიზნით, სამაშველო ჯგუფებმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.

ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
ოპოზიციური 8
  1. TV პირველიოპოზიციურიქვემო ფონიჭალაში კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - სავარაუდო მიზეზი გაზის აფეთქებაა
  2. TV პირველიოპოზიციურიქვემო ფონიჭალაში კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - სავარუდო მიზეზი გაზის აფეთქებაა
  3. TV პირველიოპოზიციურიკორპუსიდან სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ [ფოტო]
  4. TV პირველიოპოზიციურიკორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ - არიან დაშავებულები [ფოტო]
  5. ალიაოპოზიციურიპირველი კადრები ფონიჭალიდან – მაშველებს დაშავებულები გამოჰყავს
  6. TV პირველიოპოზიციური"ორი ბავშვია მოყოლილი... ჩემი შვილიც იქ არის" - ხალხი ნანგრევებიდან ოჯახის წევრების გამოყვანას ელოდება
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურიფონიჭალაში კორპუსი აფეთქდა, არიან დაშავებულები და ნანგრევებში მოყოლილები
  8. TV პირველიოპოზიციური"ჩემი შვილი და შვილიშვილია ნანგრევებში მოყოლილი, ბავშვი 6 წლისაა" - ბოლო ცნობები ადგილიდან, სადაც აფეთქება მოხდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილას თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები