ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივი#უკრაინა
არქივი

#უკრაინა

news.ge-ის ძველი საიტის რედაქციის 1745 სტატია ამ თემაზე, ცვლილებების გარეშე.

6 სექტემბერი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან შეხვედრამდე კირილ ბუდანოვს, სერგეი კისლიცას, რუსტემ უმეროვსა და დავით არახამიას შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან, შეხვედრის წინ უკრაინის მომლაპარაკებლების გუნდს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ…

5 სექტემბერი, 2026

მარინ ლე პენმა დაადასტურა, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა მარინ ლე პენმა დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმის გეგმები, რომლებიც ტელეკომპანია BFMTV-ის ეთერში გააჟღერა პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა ლუი…

5 სექტემბერი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი - მარკ რუტეს მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის მხრიდან დარტყმების, ჩვენი თავდაცვის საჭიროებების და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის მზადების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული დარტყმების, უკრაინის თავდაცვის საჭიროებების და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის…

5 სექტემბერი, 2026

უკრაინული მედია - უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანების თანახმად, ფრონტის ხაზზე ცეცხლის…

4 სექტემბერი, 2026

გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკის მხარდასაჭერად დამატებით 250 მილიონი ევრო გადასცა

გერმანიამ უკრაინის ენერგეტიკის მხარდამჭერ ფონდს დამატებითი 250 მილიონი ევრო გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის საკითხებში, დენის შმიგალი ავრცელებს. “მადლობას ვუხდი გერმანიის მთავრობას და პირადად…

4 სექტემბერი, 2026

მორიგ რუს გენერალსაც ესროლეს - "წერტილოვანი“ შურისძიება უკრაინის დამბობველი რუსული ავიადივიზიის მეთაურზე...

რუსეთის სარატოვის ოლქის დასახლება პრობუჟდენიაში მაღაზიიდან გამოსულ მამაკაცს მოტოციკლეტიანმა ბაიკერმა, რომელსაც შლემი ეხურა, ახლო მანძილიდან, პისტოლეტიდან ორი ტყვია ესროლა-მკერდში და სახეში,რის შემდეგაც მოტოციკლეტი ადგილს მოწყდა და დიდი…

3 სექტემბერი, 2026

დონალდ ტრამპი - საშუალო და მაღალი დონის საბრძოლო მასალის პრაქტიკულად ულიმიტო რაოდენობა გვაქვს - მოკავშირეებისთვის გაყიდვები მალე კვლავ დაიწყება

აშშ უკრაინისთვის გადაცემული საბრძოლო მასალისთვის თანხას ევროპისგან მოითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ტრამპის თქმით, მოკავშირეებზე საბრძოლო მასალის გაყიდვა მალე დაიწყება. ტრამპის თქმით, აშშ-ს…

3 სექტემბერი, 2026

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ მოსკოვის ვნუკოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტებში მეორე ღამეა ფრენები გაუქმდა

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ მოსკოვის ვნუკოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტებში მეორე ღამეა ფრენები გაუქმდა | ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ შერემეტიევოს აეროპორტში გაუქმდა 21 და გადაიდო 235 რეისი, ხოლო ვნუკოვოში - გაუქმდა…

3 სექტემბერი, 2026

პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში, უსაფრთხოების სამსახურისა [SBU] და სამხედრო დაზვერვის [GUR] თანამშრომლებს შორის მომხდარი სროლის შემდეგ საკადრო გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვა

პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში, უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებს შორის მომხდარი სროლის შემდეგ საკადრო გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვა. მისი თქმით, ამჟამად გენერალური პროკურორი და სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო…

2 სექტემბერი, 2026

ვინ არის სინამდვილეში ბლეიზ მეტრეველი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს დაზვერვას ხელმძღვანელობს?!

2025 წლის 15 ივნისი შეიძლება არაფრით ყოფილიყო გამორჩეული თარიღი, რომ არა „ნისლიანი ალბიონის“ დედაქალაქიდან მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სადაზვერვო სამსახურის - MI-6-ის ხელმძღვანელად (გენერალურ დირექტორად)…

1 სექტემბერი, 2026

მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ | რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ორი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მონტენეგროსთან საშინაო არენაზე სოლიდური სხვაობით გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა…

31 აგვისტო, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი - სადაზვერვო მონაცემები და რუსეთიდან სიგნალები მიუთითებს, რომ პუტინს ომის გაგრძელება სურს - ვნახოთ, რას შეძლებენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სექტემბერში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს

სამწუხაროდ, სადაზვერვო მონაცემები და რუსეთიდან სიგნალები მიუთითებს, რომ პუტინს ომის გაგრძელება სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, აშშ-ის…

31 აგვისტო, 2026

The Economist: პუტინმა გარემოცვას უთხრა, რომ ომში მარცხის შემთხვევაში მას "ჩამოახრჩობენ"

გამოცემა The Economist-ის ცნობით, ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ უკრაინასთან ომში მინიმალური მიზნების მიუღწევლობაც კი მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის და ამიტომ კონფლიქტის ესკალაციისკენ იხრება. ინფორმირებული წყაროს თქმით, ომის…

31 აგვისტო, 2026

კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის საზღვაო ძალებმა ტანკერი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის

ევროკავშირის საზღვაო ძალებმა, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ სავარაუდო კავშირების ბრალდებით, ხმელთაშუა ზღვაში ნავთობტანკერი MV SUN დააკავეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის…

31 აგვისტო, 2026

მარტა კოსი - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოწინავე პოზიციებს მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა ინარჩუნებენ - ევროპა ისეთი მიმზიდველია, როგორც არასდროს

ისლანდიაში რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, ევროკავშირის გაფართოების პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. „ევროპის მიმართ ახალი ინტერესი გაჩნდა. წლების…

31 აგვისტო, 2026

FT: ფედოროვი აშშ-ს "დრონების არმიის" შექმნას სთავაზობს Patriot-ის რაკეტების სანაცვლოდ

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ მზადაა დაეხმაროს აშშ-ს "დრონების არმიის" შექმნაში Patriot-ის რაკეტების მოწოდების სანაცვლოდ. ვითარების არსი: ფედოროვმა Financial Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ძალიან…

31 აგვისტო, 2026

ნადიმ ხმალაძე: პუტინი შეურაცხადია, ის ომს არ დაასრულებს რადგან თუ ეს გააკეთა საკუთარ თავსაც დაასრულებს. და კიდევ, პუტინს არც უკრაინა და დონბას-ყირიმი სჭირდება . ის დასავლეთს და ამერიკას აჩვენებს ძალას

ნადიმ ხმალაძე: პუტინს არ უნდა ომის დამთავრება, მას რომ ეს უნდოდეს რაც ბოლო 40 საათში კიევზე ბომბები დახარჯა ის ამ დაბომბვებით აიღებდა დონბასს და კიდევ მეტს. 40 საათია შეუჩერებლად ბომბავს კიევს, ბომბავს სასურსათო პროდუქტების საწყობებს,…

29 აგვისტო, 2026

დონალდ ტუსკი - რუსეთი ესკალაციისთვის ემზადება - მომდევნო 7-8 თვე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება

რუსეთი ესკალაციისთვის ემზადება - მომდევნო 7-8 თვე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ესკალაციისთვის მზადების შესახებ ბევრი სიგნალი…

29 აგვისტო, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ აშშ-სგან რუსეთში გამართულ შეხვედრებზე ინფორმაცია მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან რუსეთში გამართულ შეხვედრებზე ინფორმაცია მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს ამერიკული მხარისგან ინფორმაცია მივიღეთ ამ დღეებში მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე. იქ…

29 აგვისტო, 2026

ბექა კობახიძე: თუ ამ პოსტზე რომელიმე ოპოზიციურ პარტიას გული დაწყდება, მე ვუპასუხებ: შეიკარით ერთ მუშტად ოთხივე პარტია, გვაჩვენეთ რომ ხართ პოლუსი და მეც უკან წავიღებ ჩემს აზრებს, როგორც კოშმარულ სიზმარს

ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე: მოვლენათა მცირე თანმიმდევრობა: – რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ჰაკერების მიერ მოპარული სბერბანკის აღმასრულებელი დირექტორის, გერმან გრეფის საიდუმლო ანგარიში. ომის გაგრძელების შემთხვევაში, ის რუსეთის სრულ…

28 აგვისტო, 2026

მიხაილ ფედოროვი იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გახდა

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილ ფედოროვი იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გახდა. ამის შესახებ ფედოროვი სოციალურ ქსელში წერს. „გუნდთან ერთად საერთაშორისო მოგზაურობა დავიწყეთ, რომელიც დიჯიტალიზაციისა და თავდაცვითი…

28 აგვისტო, 2026

კირილ ბუდანოვი - ახლა ომს ვერ გავაჩერებთ, ეს არარეალისტურია

ახლა ომს ვერ გავაჩერებთ, ეს არარეალისტურია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „რუსეთს ამ მომენტისთვის არ სურს ომის გაჩერება [გაყოფის] ხაზზე, კატეგორიულად არ სურს. ახლა, ძირითადად,…

28 აგვისტო, 2026

რადოსლავ სიკორსკი - თავდაცვის მზადება უნდა დავაჩქაროთ

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის, განცხადებით, საჭიროა ქვეყნის თავდაცვის მზადების დაჩქარება. „როგორც ჩანს, პუტინის აგენტებმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უთხრეს, რომ ის ნატო-ს პროვოცირებას არ მოახდენს.…

28 აგვისტო, 2026

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი მთავარეპისკოპოს ზენონს: მადლობას მოგახსენებთ თანაგრძნობისათვის რომელიც გამოხატეთ კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმის შემდეგ

"თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მთავარეპისკოპოსო ზენონ, გულითად მადლობას მოგახსენებთ თქვენი ძმური წერილისა და იმ გულწრფელი თანაგრძნობისა და სოლიდარობისთვის, რომელიც გამოხატეთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი…

27 აგვისტო, 2026

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს - ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე, გადამწყვეტ რაუნდს იწყებს. ოლეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა…

27 აგვისტო, 2026

უკრაინაზე რუსეთის საჰაერო დარტყმის დროს ხუთი დრონი მოლდოვას ტერიტორიაზე შეფრინდა

27 აგვისტოს ღამეს, უკრაინაზე რუსეთის მიერ მორიგი საჰაერო თავდასხმის განხორციელების დროს, მოლდოვას საჰაერო სივრცეში ხუთი დრონი შეიჭრა, - ამის შესახებ მოლდოვას თავდაცვის სამინისტრო იუწყება. „ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის თავზე უნებართვო…

27 აგვისტო, 2026

მერაბ დვალიშვილი: რუსეთის ხელისუფლება დიქტატორული და კორუმპირებულია. იქ სიტყვის თავისუფლება არ არსებობს და თუ რუსეთში რაიმეს გააპროტესტებ, ციხეში აღმოჩნდები

მერაბ დვალიშვილი: ახლახან ვნახე ისლამ მახაჩევის ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორი რეაქცია მქონდა იან გარისთან მისი ბრძოლის ყურებისას. თუმცა ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ ჩემი რეალური რეაქცია როგორც ისლამის ბრძოლის დროს, ისე მისი დასრულების…

26 აგვისტო, 2026

არჩილ გორდულაძე მარტა კოსზე - რუკას დახედონ და გაითავისონ, რომ ცივილიზაციური უფსკრულის პირას მყოფი პოზიციიდან საუბარი ისევ მათთვის არის არაჯანსაღი - როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, მეტად შეიძლება სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო

ვურჩევთ, რუკას დახედონ და გაითავისონ, რომ თავიანთი ცივილიზაციური უფსკრულის პირას მყოფი პოზიციიდან საუბარი ისევ მათთვის არის არაჯანსაღი - როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, კიდევ უფრო მეტად შეიძლება სჭირდებოდეს, ამ მომენტში,…

26 აგვისტო, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს - სამართლიანად ვამცირებთ რუსეთის აგრესიის პოტენციალს

უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს, სარაკეტო დანადგარს, სამხედრო ობიექტს და ლოგისტიკურ ობიექტებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ…

26 აგვისტო, 2026

პესკოვი - ვლადიმერ პუტინს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორთან კონტაქტების შედეგები აცნობეს

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებსა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ ჯონ რეტკლიფს შორის კონტაქტების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა,…