ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს – სამართლიანად ვამცირებთ რუსეთის აგრესიის პოტენციალს

უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს, სარაკეტო დანადგარს, სამხედრო ობიექტს და ლოგისტიკურ ობიექტებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენმა ჯარებმა რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს. კერძოდ, შორ მანძილზე მოქმედი დარტყმები განხორციელდა ნავთობის ობიექტებზე – რუსეთის ნავთობის ფონდზე, რომელიც აფინანსებს ომს. მათ ასევე დაარტყეს აეროდრომებს, სარაკეტო დანადგარებსა და ინფრასტრუქტურას, რომელიც მუდმივად გამოიყენება უკრაინაზე თავდასხმებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინულმა ძალებმა ასევე დაარტყეს რუსეთის სამხედრო ობიექტსა და ლოგისტიკურ ცენტრს.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის დარტყმებს პასუხობს, რათა აგრესორი ქვეყნისთვის ომის ფასი გაზარდოს.

„ომი იქ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც დაიწყო. უკრაინა რუსეთის თავდასხმებს პასუხობს და ამას ისე აკეთებს, რომ აგრესორისთვის ომის ფასი გარდაუვლად იზრდება. სამართლიანად ვამცირებთ რუსეთის აგრესიის პოტენციალს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე