გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკის მხარდასაჭერად დამატებით 250 მილიონი ევრო გადასცა

გერმანიამ უკრაინის ენერგეტიკის მხარდამჭერ ფონდს დამატებითი 250 მილიონი ევრო გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის საკითხებში, დენის შმიგალი ავრცელებს.

“მადლობას ვუხდი გერმანიის მთავრობას და პირადად ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრს, კატერინა რაიხეს. ამ მხარდაჭერას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს ზამთრამდე უკრაინის ენერგეტიკის სიმყარის გაძლიერებისთვის”, – წერს შმიგალი.

ის, ასევე, აღნიშნავს, რომ გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდამჭერი ფონდის უდიდესი დონორია და დღეს, 3 სექტემბერს, გამოცხადებული შენატანით, გერმანიის საერთო წვლილი 807 მილიონი ევროა. მთლიანობაში, დონორებმა ფონდში 2.4 მილიარდ ევროზე მეტი შეიტანეს.

თუმცა, შმიგალის თქმით, მუდმივი რუსული თავდასხმების პირობებში უკრაინული ენერგეტიკული კომპანიების საჭიროებები ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს შაკოები და ივანიშვილის ინკუბატორში გამოზრდილი სხვა პატარა სადისტები სრულიად საქართველოს მტრები და პროვოკატორებია რომლებსაც ყველა არგაგონილ სიბინძურეზე და ცილისწამებაზე შეუძლიათ წასვლა