დონალდ ტუსკი – რუსეთი ესკალაციისთვის ემზადება – მომდევნო 7-8 თვე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება

რუსეთი ესკალაციისთვის ემზადება – მომდევნო 7-8 თვე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ესკალაციისთვის მზადების შესახებ ბევრი სიგნალი გაჩნდა.

„ცნობილია, რომ რუსეთი ძალიან სერიოზულად ემზადება დაძაბულობის ესკალაციისთვის, როგორც უკრაინასთან ომში, ასევე მთელ რეგიონში და რომ, რუსეთისთვის ეს შემოდგომა და ზამთარი გადამწყვეტი უნდა გახდეს“, – განაცხადა ტუსკმა.

ასევე, ტუსკის თქმით, CIA-ის დირექტორის ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი პოლონეთისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ჩვენ CIA-ის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კონტაქტში ვართ, ამიტომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ქმედებების შესახებ ცნობები არ გვაკვირვებს“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა