რადოსლავ სიკორსკი - თავდაცვის მზადება უნდა დავაჩქაროთ
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის, განცხადებით, საჭიროა ქვეყნის თავდაცვის მზადების დაჩქარება.
„როგორც ჩანს, პუტინის აგენტებმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უთხრეს, რომ ის ნატო-ს პროვოცირებას არ მოახდენს. პუტინმა პრეზიდენტ ბაიდენის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უთხრა, რომ უკრაინაში არ შეიჭრებოდა. უნდა დავაჩქაროთ თავდაცვის მზადება“, - დაწერა სიკორსკის სოციალურ ქსელში.
ეს განცხადება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ფონზე გაკეთდა, რომლის თანახმადაც, მოსკოვში ვიზიტის დროს ჯონ რეტკლიფმა გააფრთხილა რუსეთის ოფიციალური პირები, აშშ-ის ნატო-ელ მოკავშირეებთან, კერძოდ, ესტონეთთან, ლატვიასთან და ლიეტუვასთან, კონფლიქტის ესკალაცია არ მოახდინონ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.