ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პესკოვი - ვლადიმერ პუტინს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორთან კონტაქტების შედეგები აცნობეს

პესკოვი - ვლადიმერ პუტინს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორთან კონტაქტების შედეგები აცნობეს

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებსა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ ჯონ რეტკლიფს შორის კონტაქტების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნაადრევია იმის შეფასება, თუ როგორ იმოქმედებს რეტკლიფის ვიზიტი აშშ-რუსეთის ურთიერთობების ღრმა კრიზისიდან გამოსვლის პროცესზე.

„ამ თემაზე მეტი არაფერი მაქვს დასამატებელი, გარდა იმისა, რაც უკვე ვთქვი“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იყო თუ არა განხილულ თემებს შორის ირანთან და უკრაინასთან თუ დაკავშირებული საკითხები.

შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოსკოვში გუშინ ჩავიდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.