ნადიმ ხმალაძე: პუტინი შეურაცხადია, ის ომს არ დაასრულებს რადგან თუ ეს გააკეთა საკუთარ თავსაც დაასრულებს. და კიდევ, პუტინს არც უკრაინა და დონბას-ყირიმი სჭირდება . ის დასავლეთს და ამერიკას აჩვენებს ძალას

ნადიმ ხმალაძე:
პუტინს არ უნდა ომის დამთავრება, მას რომ ეს უნდოდეს რაც ბოლო 40 საათში კიევზე ბომბები დახარჯა ის ამ დაბომბვებით აიღებდა დონბასს და კიდევ მეტს. 40 საათია შეუჩერებლად ბომბავს კიევს, ბომბავს სასურსათო პროდუქტების საწყობებს, წიგნების საწყობებს, ფოსტას და საცხოვრებელ სახლებს. არცერთი სამხედრო დანიშნულების ობიექტი არ დაუბომბავს. მითხარით თუ ომის მოგება და დასრულება უნდა ეს ობიექტები რაში სჭირდება? არა ის არ დაამთავრებს ომს. ის ევროპას აშინებს ამით, აჩვენებს აი რა შემიძლიაო. ის ბოლო რესურსებს ხარჯავს რომ დააშინის დასავლეთი და ეს ჯერჯერობით გამოსდის. ის მხოლოდ უკრაინელ ხალხს და უკრაინის მებრძოლებს ვერ აშინებს.
ევროპამ უნდა მიხვდეს საბოლოოდ რომ ეს ქონდრის კაცი მათ ეთამაშება რადგან ხედავს მათ უმწეობას და შიშს, ევროპა კი მის თამაშს აყვა. არაფერს წარმოადგენს პუტინი თუ დასავლეთი ცოტა სიმამაცეს გამოიჩენს და ცოტა ხნით გამოვა კომფორტის ზონიდან.
ომი არავის უნდა მაგრამ თუ ასე გააგრძელა ევროპამ და ამერიკამ ომი მათთანაც მივა დღეს თუ არა ხვალ, და თუ ეს მოხდა იმ დროს რუსეთი მართლა ძლიერი იქნება. ჯერ კიდე ორი თვის უკან ამაზე სუსტი იყო ვიდრე დღეს. რადგან ერთი ან ორი კვირა სჭირდებოდა დაეგროვებინა იმდენი რაკეტა თუ დრონი რომ ერთი შეტევა განეხორციელებინა. 2022 ში უფრო სუსტი იყო ვიდრე 2023 ში, 2023 ში უფრო სუსტი ვიდრე 2024 ში და ასე შემდეგ დღემდე. ის ევროპის და ამერიკის ასეთი ქცევის გამო ძლიერდება . დღეს იმაზე ძლიერია რადგან მოკავშირეებმა მიაწოდეს იმდენი რაკეტა რომ ყოველ 10 წუთში 40 საათზე მეტია ბომბავს კიევს და სხვა ქალაქებს. მთელი ცივილური სამყარო თითქოს უკრაინის მოკავშირეა და რუსეთის ორი მოკავშირე იმაზე მეტს აკეთებს რუსეთისთვის ვიდრე ეს ცივილური სამყარო, ევროპა და ამერიკა. ევროპა, ომი გინდაა? იფიქრეთ დროზე და ის მიეცით რაც უკრაინას სჭირდება თორემ მოვა თქვენთან ომი.
პუტინი შეურაცხადია, ის ომს არ დაასრულებს რადგან თუ ეს გააკეთა საკუთარ თავსაც დაასრულებს.
და კიდევ, პუტინს არც უკრაინა და დონბას-ყირიმი სჭირდება. ის დასავლეთს და ამერიკას აჩვენებს ძალას და ეს ჯერჯერობით გამოსდის.
ის ამით თავის დამკვიდრებას ცდილობს და ამაში ეხმარება ამერიკაც და ევროპაც მათი უმოქმედობით.

ასევე დაგაინტერესებთ

პაპუაშვილი: ბუბა კიკაბიძე პარლამენტის წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომერი გახლდათ, მაგრამ, რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო ჩვენთვის მისი გადაწყვეტილება, რომ დიქტატორი სააკაშვილის პირველი ნომერი ყოფილიყო, მე მგონი, თქვენ არ გახსოვთ ერთი სიტყვაც კი…