ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედია - უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს

უკრაინული მედია - უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანების თანახმად, ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5 სექტემბრის 00:00 საათიდან 8 სექტემბრის 23:59 საათამდე უნდა დაიცვან.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 5-6 სექტემბერს მოსკოვსა და კიევს ეწვევიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტის დროს უკრაინა რუსეთში საჰაერო დარტყმებს არ განახორციელებს.

ასევე, The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინასა და რუსეთს უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტის დროს ცეცხლის შეწყვეტის თხოვნით მიმართა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.