პაატა დავითაია
პარტია „ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე
პერსონის ქრონიკა
პაატა დავითაია მედიაში: რაც მეტს წერენ, მით ძლიერია რხევა
2 წყაროდან
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
„ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებელი პაატა დავითაია ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს, სადაც უცხოელ პარტნიორებთან რუსეთის მხრიდან მომდინარე ოკუპაციისა და ანექსიის საფრთხეებზე ისაუბრებს.
„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის" წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ
„მოქალაქეთა ანტი-ანექსიური პლატფორმის“ წევრები გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მოსალოდნელი ანექსიის საფრთხეები, პლატფორმის გეგმები, ასევე ქვეყნის ევროპული კურსისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის აუცილებლობა.
ანტიანექსიურ პლატფორმას ახალი წევრები შეუერთდნენ
საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიურ პლატფორმას ახალი წევრები შეუერთდნენ, რომელთა შორის არიან თეონა აქუბარდია, გიორგი რუხაძე, მამუკა სამხარაძე, დავით კაპანაძე და ნოდარ თითირაშვილი. პლატფორმის მიზანია რუსეთის საოკუპაციო და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი და სამართლებრივი გზებით მოქმედება.
პაატა დავითაია - პარტიების აკრძალვა იქნება წითელი ხაზი დასავლეთთან ურთიერთობაში - ამ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა, მოსამართლეები დასანქცირდებიან
პაატა დავითაიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა ქვეყნისთვის დასავლეთთან ურთიერთობაში წითელი ხაზი იქნება, ხოლო მოსამართლეები, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, დასანქცირდებიან.
„ანტიანექსიურ პლატფორმას“ თეონა აქუბარდია, გიორგი რუხაძე და მამუკა სამხარაძე შეუერთდნენ
„საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიურ პლატფორმას“ ახალი წევრები შემოუერთდნენ. პლატფორმის დამფუძნებლის, პაატა დავითაიას განცხადებით, ორგანიზაციას თეონა აქუბარდია, გიორგი რუხაძე, მამუკა სამხარაძე, დავით კაპანაძე და ნოდარ თითირაშვილი შეუერთდნენ.
პაატა დავითაია - კრიტიკულად მომატებულია ჩვენი ტერიტორიების ანექსიის საფრთხე
პაატა დავითაიას განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მარატ კამბოლოვოს გამარჯვება რუსეთის ანექსიურ გეგმებს ასახავს. მისი თქმით, კამბოლოვოს წინააღმდეგ ძებნა უნდა გამოცხადდეს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო დონეზე უნდა დაგმოს ეს არჩევნები და პარტნიორები საქმის კურსში ჩააყენოს.
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ჩინეთის სავაჭრო პალატის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პეკინში ჩინეთის სავაჭრო პალატის პირველ ვიცე-პრეზიდენტს იუ ლუს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
პაატა დავითაია პეკინის უსაფრთხოების ფორუმის ფორმატში შეხვედრებს მართავს
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პეკინის უსაფრთხოების ფორუმის ფორმატში იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იუკიო ჰატოიამას შეხვდა. მხარეებმა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასა და ჰიბრიდულ ომზე ისაუბრეს.
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პეკინის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია სპეციალური მიწვევით პეკინის სიანშანის უსაფრთხოების მე-13 ფორუმში მონაწილეობს, სადაც ის საერთაშორისო წესრიგსა და უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგება.