„ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებელი პაატა დავითაია ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს, სადაც უცხოელ პარტნიორებთან რუსეთის მხრიდან მომდინარე ოკუპაციისა და ანექსიის საფრთხეებზე ისაუბრებს.

„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებელი, „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს, რომელიც ქალაქ ვარშავაში 12-13 ოქტომბერს იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი არის ყოველწლიური საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია.
„წელს ფორუმის მთავარი თემა ევროპული თავდაცვის თანამშრომლობა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მომავალია.
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ფორუმის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნების თავდაცვის, უსაფრთხოების, საგარეო, სამხედრო სფეროების წარმომადგენლებთან და ისაუბრებს ოკუპაციის და ანექსიის იმ საფრთხეებზე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.