ანტიანექსიურ პლატფორმას ახალი წევრები შეუერთდნენ
საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიურ პლატფორმას ახალი წევრები შეუერთდნენ, რომელთა შორის არიან თეონა აქუბარდია, გიორგი რუხაძე, მამუკა სამხარაძე, დავით კაპანაძე და ნოდარ თითირაშვილი. პლატფორმის მიზანია რუსეთის საოკუპაციო და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი და სამართლებრივი გზებით მოქმედება.

„საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიურ პლატფორმას“, რომელიც ერთი თვის წინ დაფუძნდა პოლიტიკოსების, ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების და სამხედრო პირების მიერ, ახალი წევრები შეუერთდნენ.
ამის შესახებ „მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ დღეს, 28 სექტემბერს, ბრიფინგზე განაცხადა.
„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ ახალ წევრებს შორის არიან:
მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი თეონა აქუბარდია;
საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების ექსპერტი, ინგლისურენოვანი გადაცემის Talk Georgia ავტორი და წამყვანი გიორგი რუხაძე;
თადარიგის პოლკოვნიკი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის ატაშე თურქეთის რესპუბლიკაში მამუკა სამხარაძე;
უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, საქართველოს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებისა და საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ყოფილი წარმომადგენელი დავით კაპანაძე;
ბიზნესმენი ნოდარ თითირაშვილი
„საქართველოს ანტიანექსიური პლატფორმის“ გაცხადებული მიზანია რუსეთის საოკუპაციო და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ სამართლებრივი, საზოგადოებრივი და მშვიდობიანი გზებით მოქმედება.
პლატფორმის დამფუძნებლები არიან: ნოდარ ხარშილაძე, პაატა დავითაია, ვლადიმერ ჩაჩიბაია, მამუკა გამყრელიძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, აკია ბარბაქაძე, ირაკლი ტაბლიაშვილი, გიორგი მელაშვილი, კახა გოგიძე.
„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ ცნობით, მათი წევრები უკვე შეხვდნენ საქართველოში დიპლომატიური კორპუსების, საელჩოების წარმომადგენლებს და მათ პლატფორმის სამოქმედო მიზნების და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის საფრთხეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.