„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებლები საქართველოში ჩეხეთის ელჩს შეხვდნენ
„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებლები ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩ პეტრ კუბერნატს შეხვდნენ და რუსეთის მხრიდან მომდინარე ანექსიურ საფრთხეებსა და საქართველოს ევროპულ კურსზე ისაუბრეს.

„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობენ - ამჯერად ისინი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს პეტრ კუბერნატს და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ინფორმაციას „მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ „მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებლები: პაატა დავითაია, თეონა აქუბარდია და აკია ბარბაქაძე.
„შეხვედრაზე „ანტიანექსიური პლატფორმის“ წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერისთვის, მათ ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, იმ ანექსიურ საფრთხეებზე, რასაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„შეხვედრაზე „ანტიანექსიური პლატფორმის“ წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერისთვის, მათ ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, იმ ანექსიურ საფრთხეებზე, რასაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.