პაატა დავითაია პეკინის უსაფრთხოების ფორუმის ფორმატში შეხვედრებს მართავს
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პეკინის უსაფრთხოების ფორუმის ფორმატში იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იუკიო ჰატოიამას შეხვდა. მხარეებმა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასა და ჰიბრიდულ ომზე ისაუბრეს.

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე პაატა დავითაია პეკინის უსაფრთხოების ფორუმის ფორმატში შეხვედრებს მართავს.
მათივე ცნობით, დავითაია იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აღმოსავლეთ აზიის თანამეგობრობის ინსტიტუტის პრეზიდენტს იუკიო ჰატოიამას შეხვდა.
„იაპონიის ყოფილ პრემიერ მინისტრთან, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რაც მოდის რუსეთიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით, ჰიბრიდულ ომზე, რასაც კრემლი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ახორციელებს. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე“, - აცხადებს დავითაია.
დავითაია იუკიო ჰატოიამას ასევე ესაუბრა „მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ გეგმების შესახებ, რომელიც ერთი თვის წინ დაფუძნდა.
ციტატები სტატიიდან
„იაპონიის ყოფილ პრემიერ მინისტრთან, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რაც მოდის რუსეთიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით, ჰიბრიდულ ომზე, რასაც კრემლი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ახორციელებს. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.