„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ფილიპ გორდონს შეხვდა
პაატა დავითაია ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ფილიპ გორდონს შეხვდა და რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ და ანექსიურ საფრთხეებზე ესაუბრა, იუწყება „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური.

ვარშავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმში, „მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებელი და „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია მონაწილეობს.
„ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის მიმდინარეობის პირველ დღეს, პაატა დავითაია ფილიპ გორდონს შეხვდა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწე და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში 2022 -2025 წლებში.
„შეხვედრაზე პაატა დავითაია ამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანს ესაუბრა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ და ანექსიურ საფრთხეებზე, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„შეხვედრაზე პაატა დავითაია ამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანს ესაუბრა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ და ანექსიურ საფრთხეებზე, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.