„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ჩინეთის სავაჭრო პალატის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პეკინში ჩინეთის სავაჭრო პალატის პირველ ვიცე-პრეზიდენტს იუ ლუს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პეკინში ჩინეთის სავაჭრო პალატის პირველ ვიცე პრეზიდენტს იუ ლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “ევროპელი დემოკრატების” პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს და ჩინეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და გაღრმავებას, “რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორი სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობისთვის”.
“ქალბატონ იუ ლუსთან შეხვედრაზე ასევე შევთანხმდით ჩვენს თანამშრომლობაზე მომავალში” - განაცხადა პაატა დავითაიამ.
ციტატები სტატიიდან
„ქალბატონ იუ ლუსთან შეხვედრაზე ასევე შევთანხმდით ჩვენს თანამშრომლობაზე მომავალში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.