ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის" წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ

„მოქალაქეთა ანტი-ანექსიური პლატფორმის“ წევრები გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მოსალოდნელი ანექსიის საფრთხეები, პლატფორმის გეგმები, ასევე ქვეყნის ევროპული კურსისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის აუცილებლობა.

„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის" წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ
„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის" წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენინტერპრესნიუსი

„მოქალაქეთა ანტი-ანექსიური პლატფორმის" წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაციას „მოქალაქეთა ანტი-ანექსიური პლატფორმის" პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა მოსალოდნელი ანექსიის საფრთხეებსა და ქვეყნის ევროპული კურსისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„29 სექტემბერს გაიმართა „მოქალაქეთა ანტი-ანექსიური პლატფორმის" წვერების ნოდარ ხარშილაძის, პაატა დავითაიას, თეონა აქუბარდიას, ნიკოლოზ ვაშაკიძის, გიორგი რუხაძის, გიორგი მელაშვილის და ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვედრა გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის ელჩებთან და საელჩოს წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს „ანტი-ანექსიური პლატფორმის" გეგმებზე, მოსალოდნელი ანექსიის საფრთხეებზე, ქვეყნის ევროპული კურსის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

„მოქალაქეთა ანტი-ანექსიური პლატფორმის" წევრებმა მადლობა გადაუხადეს გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ელჩებს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.