პაატა დავითაია - კრიტიკულად მომატებულია ჩვენი ტერიტორიების ანექსიის საფრთხე
პაატა დავითაიას განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მარატ კამბოლოვოს გამარჯვება რუსეთის ანექსიურ გეგმებს ასახავს. მისი თქმით, კამბოლოვოს წინააღმდეგ ძებნა უნდა გამოცხადდეს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო დონეზე უნდა დაგმოს ეს არჩევნები და პარტნიორები საქმის კურსში ჩააყენოს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მარატ კამბოლოვოს გამარჯვება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რუსეთის ანექსიურ გეგმას ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. კამბოლოვოს წინააღმდეგ უნდა გატარდეს სპეციალური ღონისძიებები და მასზე, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეზე გამოცხადდეს ძებნა - ის დამნაშავეა სისხლის სამართლის კოდექსით, ვინაიდან ხელს უწყობს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების რღვევას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიები იყოს ანექსირებული რუსეთის მიერ - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ და „თანამოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის” დამფუძნებელმა პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” საერთაშორისო დონეზე უნდა დაგმოს ცხინვალში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს ჩვენი პარტნიორები.
„გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ” საერთაშორისო დონეზე უნდა დაგმოს ცხინვალში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს ჩვენი პარტნიორები. უნდა ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს იმ საფრთხეებზე, რაც მოდის რუსეთიდან ანექსიასთან დაკავშირებით.
სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს სპეციალური პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რადგან კრიტიკულად მომატებულია ჩვენი ტერიტორიების ანექსიის საფრთხე“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.