პაატა დავითაია - პარტიების აკრძალვა იქნება წითელი ხაზი დასავლეთთან ურთიერთობაში - ამ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა, მოსამართლეები დასანქცირდებიან
პაატა დავითაიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა ქვეყნისთვის დასავლეთთან ურთიერთობაში წითელი ხაზი იქნება, ხოლო მოსამართლეები, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, დასანქცირდებიან.

„ქართული ოცნება“ ცდილობს ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას არა პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ და „თანამოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებელმა პაატა დავითაიამ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ სარჩელს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის მოსამართლეები, რომლებიც პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებენ, დასანქცირებულები იქნებიან.
„რასაც ჩვენ ვხედავთ, მათი მხრიდან არანაირ დემოკრატიულ ჩარჩოებში არ ჯდება, ბევრი მიზეზის გამო. საიდან იციან წინასწარ, საკონსტიტუციო რა გადაწყვეტილებას გამოუტანს? უკვე ცალსახად ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხები და არა სხვა. ეს აზიანებს ქვეყნის განვითარებას.
ეს იქნება წითელი ხაზი დასავლეთთან ურთიერთობის „ქართული ოცნებისთვის“. აქედან გამომდინარე, უნდა დაფიქრდნენ, ამ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა, ეს მოსამართლეები ყველა იქნება სანქცირებული, ვინც ამ გადაწყვეტილებას გამოიტანს.
რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას არა პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც კი. თუ ამ გზით იარა, ეს დიქტატურის შემცველი ნაბიჯები და ელემენტებია, რამაც მოითხოვა გარკვეული რეაგირება ჩვენი პარტნიორებისა და საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა დავითაიამ.
ცნობისთვის, განახლებული სარჩელი, რომლითაც „ქართული ოცნება“, სხვა პარტიებთან ერთად, გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის აკრძალვას ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოში 21 სექტემბერს შევიდა. „ქართულ ოცნებას“ მანამდე წარდგენილი ჰქონდა კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოითხოვა „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.
ციტატები სტატიიდან
„რასაც ჩვენ ვხედავთ, მათი მხრიდან არანაირ დემოკრატიულ ჩარჩოებში არ ჯდება, ბევრი მიზეზის გამო. საიდან იციან წინასწარ, საკონსტიტუციო რა გადაწყვეტილებას გამოუტანს? უკვე ცალსახად ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხები და არა სხვა. ეს აზიანებს ქვეყნის განვითარებას. ეს იქნება წითელი ხაზი დასავლეთთან ურთიერთობის „ქართული ოცნებისთვის“. აქედან გამომდინარე, უნდა დაფიქრდნენ, ამ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა, ეს მოსამართლეები ყველა იქნება სანქცირებული, ვინც ამ გადაწყვეტილებას გამოიტანს. რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას არა პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც კი. თუ ამ გზით იარა, ეს დიქტატურის შემცველი ნაბიჯები და ელემენტებია, რამაც მოითხოვა გარკვეული რეაგირება ჩვენი პარტნიორებისა და საზოგადოების მხრიდან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.