პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, სამართლებრივი შლეიფი მოიძებნოს შეურაცხყოფისთვის, ცილისწამებისთვის, რომელიც ასეა მოზღვავებული ჩვენს სივრცეში - დავით მათიკაშვილი ბერა ივანიშვილის სარჩელზე

ქართული ოცნება

ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებს მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიისა და დეზინფორმაციის გამო. მმართველი პარტიის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა იძლევა საშუალებას ცილისწამებისთვის პასუხი გაეცეს.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, სამართლებრივი შლეიფი მოიძებნოს შეურაცხყოფისთვის, ცილისწამებისთვის, რომელიც ასეა მოზღვავებული ჩვენს სივრცეში - დავით მათიკაშვილი ბერა ივანიშვილის სარჩელზე
რუსთავი 2

ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ უპასუხოდ აღარ დატოვებს მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და დეზინფორმაციას, რომელსაც სხვადასხვა მედიით და სოციალური ქსელებით ავრცელებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ ველზე. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა სრულ საშუალებას იმისთვის, რომ სამართლებრივი შლეიფი მოიძებნოს შეურაცხყოფისთვის, ცილისწამებისთვის, რომელიც ასეა მოზღვავებულია ქართულ სივრცეში.

"საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა სრულ საშუალებას იმის, რომ სამართლებრივი შლეიფი მოიძებნოს შეურაცხყოფისთვის, ცილისწამებისთვის, რომელიც ასეა მოზღვავებული ჩვენს სივრცეში, განსაკუთრებით ივანიშვილების ოჯახთან მიმართებით არახალია ეს სამწუხარო მოცემულობა, პირადად ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ რაღაც აგორებული ტყუილი კამპანიები, ამიტომაც კარგია, მისასალმებელია ის, რომ სწორედ სამართლებრივად მოხდება ამ ადამიანებისთვის იქნება ეს თუ რადიკალური ოპოზიციის რუპორი ტელევიზიებისთვის პასუხის მოთხოვნა, თუ რატომ, როგორ და რანაირად ხდება დაბრალება ადამიანისთვის ისეთი რამისა, რაც მას არ ჩაუდენია. სასამართლო მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსარჩელზე მუშაობა დაწყებულია, კონკრეტული მედიასაშუალებები და პირები იდენტიფიცირებული - ბერა ივანიშვილის სახელით სამართლებრივი დავა უახლოეს პერიოდში დაიწყება
  2. რუსთავი 2სამთავრობო"როცა ადამიანს ცილს სწამებ და ასეთ სიბინძურეში ბრალს დებ, ბუნებრივია, ვალდებული ხარ, რომ კანონის წინაშე აგო პასუხი" - გიორგი სოსიაშვილი ბერა ივანიშვილის სარჩელის შესახებ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ასეც უნდა იყოს. არავინ არ არის ვალდებული, აიტანოს მის მიმართ ცილისწამება" - შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის სარჩელის შესახებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები