პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სარჩელზე მუშაობა დაწყებულია, კონკრეტული მედიასაშუალებები და პირები იდენტიფიცირებული - ბერა ივანიშვილის სახელით სამართლებრივი დავა უახლოეს პერიოდში დაიწყება

ქართული ოცნება

ბერა ივანიშვილის სახელით მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ ცილისწამების გამო სამართლებრივი დავა და სასამართლო სარჩელი მზადდება. მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას მიესალმება და ოპოზიციისა და მედიის კოორდინირებულ კამპანიაზე საუბრობს.

სარჩელზე მუშაობა დაწყებულია, კონკრეტული მედიასაშუალებები და პირები იდენტიფიცირებული - ბერა ივანიშვილის სახელით სამართლებრივი დავა უახლოეს პერიოდში დაიწყება
რუსთავი 2

სარჩელზე მუშაობა დაწყებულია, კონკრეტული მედიასაშუალებები და პირები იდენტიფიცირებული - ბერა ივანიშვილის სახელით სამართლებრივი დავა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ადვოკატის განცხადებით, მის მიმართ, ცილისწამების, გავრცელებული სიცრუისა და ყალბი ფაქტების შესახებ სასამართლოს, მონიტორინგის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნუსხას წარუდგენენ. სასარჩელო მოთხოვნა ერთია - სამართლებრივად შეფასდეს ის ცილისმწამებლური ბრალდებები, რომელიც მის პატივს, ღირსებასა და რეპუტაციას ლახავს.

სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ, თავად ბერა ივანიშვილმა დაწერა სოციალურ ქსელში. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი აცხადებს, რომ უპასუხოდ აღარ დატოვებს მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას და დეზინფორმაციას, რომელიც უკვე წლებია სხვადასხვა მედიით და სოციალური ქსელებით კოორდინირებულად ვრცელდება.

ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმებიან "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გარკვეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების კოორდინირებული, ცილისმწამებლური კამპანიის მიზანი - "ქართული ოცნების" დამფუძნებლის-ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დისკრედიტაციაა.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ცილისმწამებლური ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე, ივანიშვილების ოჯახის მისამართით უკვე წლებია ისმის. განსაკუთრებული იერიში კი ბოლო პერიოდში სწორედ ბერა ივანიშვილზეა მიტანილი. ამას კანონმდებლების განმარტებით, სხვადასხვა მედიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებიც მოწმობს.

ანალოგიური შინაარსის ბრალდებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან დღესაც ისმოდა, თუმცა ერთი განსხვავებით - თავად და თან საჯაროდ აღიარეს, რომ მტკიცებულებები არ გააჩნიათ, მათი ბრალდებები კი მხოლოდ ჟურნალისტურ გამოძიებებს ეყრდნობა.

მტკიცების ტვირთი, რომ თავად ბრალმდებელზეა - ოპოზიციას დღეს სახელისუფლებო გუნდიდან შეახსენეს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ გარკვეული მედიასაშუალებებისა, თუ ცალკეული პირების მთავარი ამოცანა ქვეყნის დასუსტება და იერიშია ავტორიტეტებზე, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ცრუ კამპანიაში ჩართულმა თითოეულმა პირმა პასუხი სამართლებრივად უნდა აგოს.

ბერა ივანიშვილის სახელით სასამართლოში სარჩელს, ადვოკატი დავით ასათიანი წარადგენს. სამართლებრივი დავის დაწყების საფუძველი სიცრუეა, რომლის უპასუხოდ დატოვებაც, წამახალისებელ ფაქტორად იქცა ცილისმწამებლური კამპანიების წარმოებისთვის, შესაბამისი ზომების მიღება კი აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ არც ბერა ივანიშვილს და არც სხვას აღარ მოუწიოს უსამართლობის ატანა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, სამართლებრივი შლეიფი მოიძებნოს შეურაცხყოფისთვის, ცილისწამებისთვის, რომელიც ასეა მოზღვავებული ჩვენს სივრცეში - დავით მათიკაშვილი ბერა ივანიშვილის სარჩელზე
  2. რუსთავი 2სამთავრობო"როცა ადამიანს ცილს სწამებ და ასეთ სიბინძურეში ბრალს დებ, ბუნებრივია, ვალდებული ხარ, რომ კანონის წინაშე აგო პასუხი" - გიორგი სოსიაშვილი ბერა ივანიშვილის სარჩელის შესახებ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"დიფ სთეითის" დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის სარჩელზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები