პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად უნდა ჩაითვალოს – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოტელეიმედიქართული ოცნება

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად უნდა ჩაითვალოს. ორგანიზაციის განცხადებით, სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო „პიჯაკების საქმეზე“ გამოტანილი განაჩენი – დაუსაბუთებელი და უსამართლო.

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად უნდა ჩაითვალოს – TI
ნეტგაზეთი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად უნდა ჩაითვალოს.

TI-ს განცხადებით, ივლისში მათ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დაუკავშირდა და ექსპრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის ქონის საკითხის შესასწავლად მიაწოდა ე.წ. პიჯაკების, საზღვრის კვეთის და ტელეკომპანია „იმედის“ საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის საქმის მასალები.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით TI-მ თავის მიგნებები და სამართლებრივი შეფასებები დღეს, 25 სექტემბერს, გამოაქვეყნა.

„ამ მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე პერმანენტულად ქცეული ბრალდების საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული, ხოლო მის მიმართ ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რის გამოც იგი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

TI-ს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში.

მანამდე, მიმდინარე წლის ივლისში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა პოლიტიკური პატიმრების განახლებული სია, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი არ იყო.

TI-ის პოლიტპატიმრების განახლებულ სიაში 90 ადამიანია, მათ შორის ამ ეტაპზე არაა სააკაშვილი და ელისაშვილი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურიTI: ე.წ "პიჯაკების" საქმეზე გამოტანილი განაჩენი უსამართლოა, რის გამოც სააკაშვილი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად
  2. რუსთავი 2სამთავრობოგიგაურის "საერთაშორისო გამჭვირვალობა": სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია
  3. ტაბულაოპოზიციურიTI: სააკაშვილის სახელს შევიტანთ ჩვენი ორგანიზაციის შედგენილ პოლიტიკური პატიმრების სიაში
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"მიხეილ სააკაშვილი აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს" - TI
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მოვძებნით TI-ს დამფინანსებელს – პაპუაშვილი სააკაშვილის პოლიტპატიმრების სიაში შეყვანაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები