მოვძებნით TI-ს დამფინანსებელს – პაპუაშვილი სააკაშვილის პოლიტპატიმრების სიაში შეყვანაზე
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმართა სიაში შეყვანა უცხო ქვეყნის მიერ არის დაფინანსებული და ორგანიზაციის დამფინანსებელს მოძებნიან. თავის მხრივ, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მიჩნევის სრული იურიდიული საფუძველი არსებობს.

ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმართა სიაში შეყვანა "უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებულია". როგორც ის ამბობს, გაარკვევენ ვინ აფინანსებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს.
"ესეც არის ამ კამპანიის ნაწილი, რომ ციხიდან დაიხსნან დიქტატორი, საკუთარი აგენტი. ეს დავალება აქვს მიცემული ეკა გიგაურს, ის ამ ყველაფერში პაიკია ჩვეულებრივი, რომელიც ასრულებს უცხო დამფინანსებლების დავალებას. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია გაირკვეს ვინ აფინანსებს მას, მოვძებნით დამფინანსებელს, მოვძებნით საქართველოს წინააღმდეგ ამ მტრული კამპანიის სულისჩამდგმელს და ავტორს". - განაცხადა პაპუაშვილმა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ მათ მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში სააკაშვილის დამატების თაობაზე განცხადება 25 სექტემბერს გააკეთა. ორგანიზაციის ცნობით, 21 ივლისს მათ დაუკავშირდა სააკაშვილის ადვოკატი და მისი საქმეების მასალები გადასცა. TI წერს, რომ საქმეთა გარემოებები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6, მე-7 და მე-18 მუხლებს, რაც 1900 (2012) რეზოლუციის "ა", "გ", "დ" და "ე" კრიტერიუმებიდან გამომდინარე, იძლევა სრულ იურიდიულ საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად.
"სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" - სააკაშვილი TI-ს პოლიტპატიმრების სიაში მოხვედრაზე
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ვინ აფინანსებს ეკა გიგაურს, მოვძებნით დამფინანსებელს, მოვძებნით საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის სულისჩამდგმელს და ავტორს
- რუსთავი 2უკვე პრინციპულია გაირკვეს, ვინ აფინანსებს "საერთაშორისო გამჭვირვალობას", დამფინანსებელს როდესაც მოვძებნით, მივხვდებით, ვინ არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის ავტორი - შალვა პაპუაშვილი
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – ეკა გიგაურს არავინ არაფერს ეკითხება, ის ასრულებს დავალებას, რომელსაც გარედან აძლევენ, თუ გაიგებთ, ვინ აფინანსებს ამ ადამიანს, გაიგებთ, ვინ მტრობს საქართველოს
ციტატები სტატიიდან
„ესეც არის ამ კამპანიის ნაწილი, რომ ციხიდან დაიხსნან დიქტატორი, საკუთარი აგენტი. ეს დავალება აქვს მიცემული ეკა გიგაურს, ის ამ ყველაფერში პაიკია ჩვეულებრივი, რომელიც ასრულებს უცხო დამფინანსებლების დავალებას. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია გაირკვეს ვინ აფინანსებს მას, მოვძებნით დამფინანსებელს, მოვძებნით საქართველოს წინააღმდეგ ამ მტრული კამპანიის სულისჩამდგმელს და ავტორს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…