ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ფავლენიშვილი – სადაც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ტყვე, ქართული ორგანიზაციებიც არ უნდა იყვნენ გამონაკლისები

ნაციონალური მოძრაობასაერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა დადებითად შეაფასა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გადაწყვეტილება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრების სიაში შეიტანა. თავად სააკაშვილმა ადრე ეს სია გააკრიტიკა იმის გამო, რომ თავიდან მასში არ შეყვანილი.

ირაკლი ფავლენიშვილი – სადაც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ტყვე, ქართული ორგანიზაციებიც არ უნდა იყვნენ გამონაკლისები
ირაკლი ფავლენიშვილი – სადაც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ტყვე, ქართული ორგანიზაციებიც არ უნდა იყვნენ გამონაკლისებიპირველი არხი

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, სამწუხაროა, რომ მათ შორის ასეთ ორგანიზაციებსაც ერთი პერიოდი ჰქონდათ ანტიმიშაფობია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მიხეილ სააკაშვილის სახელის პოლიტიკური პატიმრების სიაში შეტანასთან დაკავშირებით განაცხადა.

„სადაც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ტყვე, საუბრობენ მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, მოწამვლაზე, წამებაზე, საუბრობს Amnesty International-ი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ქართული ორგანიზაციებიც არ უნდა იყვნენ გამონაკლისები“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პატიმართა ანალოგიური სია ადრეც მოამზადა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი შეყვანილი არ იყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღნიშნული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა. „სრულიად სამარცხვინოდ, „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში. იმედია, გამოჩნდებიან პატიოსანი არასამთავრობოებიც, რომლებიც ამ უსამართლობაზე ხმას ამოიღებენ“ ,- დაწერა სოციალურ ქსელში სააკაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სადაც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ტყვე, საუბრობენ მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, მოწამვლაზე, წამებაზე, საუბრობს Amnesty International-ი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ქართული ორგანიზაციებიც არ უნდა იყვნენ გამონაკლისები“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“
მიხეილ სააკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიგა ფარულავა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ალბათ მიხეილ სააკაშვილისგან ბულინგს ვერ გაუძლო და პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები