TI: ე.წ "პიჯაკების" საქმეზე გამოტანილი განაჩენი უსამართლოა, რის გამოც სააკაშვილი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად
ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" მიხეილ სააკაშვილის საქმეების სამართლებრივი ანალიზი გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, ე.წ. "პიჯაკების" საქმეზე გამოტანილი განაჩენი უსამართლო და დაუსაბუთებელია, ხოლო სააკაშვილი ევროსაბჭოს კრიტერიუმებით პოლიტიკურ პატიმრად უნდა ჩაითვალოს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდების და ბრალდების საქმეების სამართლებრივი ანალიზს აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2026 წლის ივლისის ბოლოს მათ დაუკავშირდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის ქონის საკითხის შესასწავლად მიაწოდა ე.წ. “პიჯაკების”, საზღვრის კვეთის, ტელეკომპანია “იმედის” საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის საქმის მასალები.
როგორც TI წერს, ამ მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე პერმანენტულად ქცეული ბრალდების საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული, ხოლო მის მიმართ ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რის გამოც იგი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.
სამართლებრივ შეფასებები იხილეთ ვრცლად:
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.