პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ელისო კილაძის სიტყვა: ციხეში ჩამსვეს მდინარაძის სცენარით, რომელსაც მხარს უმაგრებს მისი თანაკურსელი - გვარაკიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ელისო კილაძის მტკიცებით, ის ციხეში მამუკა მდინარაძის სცენარით იმყოფება, რასაც მხარს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე უმაგრებს. მან უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე და თავი პოლიტპატიმრად გამოაცხადა.

ელისო კილაძის სიტყვა: ციხეში ჩამსვეს მდინარაძის სცენარით, რომელსაც მხარს უმაგრებს მისი თანაკურსელი - გვარაკიძე
TV პირველი

ციხეში ვარ მამუკა მდინარაძის გამოგონილი სცენარით - ამის შესახებ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელმა, ელისო კილაძემ საკუთარ პროცესზე განაცხადა.

ჟურნალისტის განცხადებით, მდინარაძეს ზურგს უმაგრებს მისი თანაკურსელი, საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე.

"ჩემი ერთადერთი შეცდომა არის რომ ვირწმუნე ცუდი ადამიანების გაკეთილშობილების"- ამბობდა საბოლოო სიტყვაში დაკავებული ჟურნალისტი.

"ქრონიკა პლიუსის" დამფუძნებელმა თქვა რომ უარის ამბობს, საპროცესო შეთანხმებაზე, არ აპირებს ვინმეს ხელი დაადოს, და თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად,.

ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუსის ექს დირექტორი, მამუკა მდინარაძეა. სამწუხაროდ, მას მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძე.

მიზანი მიღწეულია, რედაქცია დარბეული და დახურულია, რედაქტორი ციხეშია.

თქვენი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ხელისუფლების პასუხი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასტური.

დასასრულს, მადლობა ჩემს ადვოკატებს, ტიტანური შრომა გასწიეს იმისთვის, რომ ამ სპეციფიკური საქმის სიმართლე ბევრი ადამიანის ყურამდე მიეტანათ, მადლობა ჩემს გუნდს, ჟურნალისტებს, რომლებიც ამ დრომდე უხელფასოდ მუშაობენ. თქვენ მოუსმინეთ აქ რამდენიმე მათგანს, ამ გულწრფელი ემოციების და თავისუფლებისთვის გადახდილი მადლობის უკან ჩვენი პროფესიული ურთიერთობის ბევრი დღე და საათი დგას.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, შვილებს, ძმას, მის არაჩვეულებრივ მეუღლეს, მოკითხვა ჩემს ლიზას და ჩემს ჩემპიონ ნიკას, რომელმაც ჯერ არ იცის ბებო სად გაქრა.

მადლობა ჩემს მეგობრებს! თავს არ შეგაწყენთ, უკან არ დაუხევია, სახე არავის დაუკარგავს.

მადლობელი ვარ სახელმწიფო ბრალდების - ამ ტრიბუნასთან რომელიმე ნარკორეალიზატორი რომ არ დააყენეს და მძიმე ნარატივი არ განავითარეს - ნარკოტიკებთან, ბარიგებთან და ნარკოპოლიციელებთან ჩემი უკომპრომისო ბრძოლა რომელიმე ნარკორეალიზატორის დაკვეთად არ გამოაცხადეს.

ციხე სულ სხვა გამოცდილებაა. ბევრი ღირსეული ოფიცერი და თანამშრომელი შემხვდა ამ სისტემაში. ბევრი სიყვარული, თანადგომა და თანაგრძნობა მივიღე მათგან. ბევრი ემოციური მოგონება დამიგროვდა და როცა საშუალება მექნება, მოვყვები.

პერსონალური მადლობა ნესტან ვერულაშვილს. მე არ ვიცი როგორი იქნება ჩემი განაჩენი, მაგრამ ადამიანურად მადლობელი ვარ თქვენი ბ-ნო მოსამართლევ, პროცესები მშვიდ გარემოში წარმართეთ, არ იყავით შეზღუდული, და არ იყენებდით რეპრესიულ სანქციებს.

ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე.

ჩემი ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ცუდი ადამიანების მგელთმოშიშობის ვირწმუნე.

ჩვენ ვიბრძვით წყვდიადში, რათა ვემსახუროთ სინათლეს! და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე!

სიმართლე სინათლეა - ესაა ჩემი ბოლო სიტყვა!"- თქვა კილაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციური,, ჩემი ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ცუდი ადამიანების მგელთმოშიშობის ვირწმუნე” – ელისო კილაძის დასკვნითი სიტყვა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, ჩემი ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ცუდი ადამიანების მგელთმოშიშობის ვირწმუნე” – ელისო კილაძის დასკვნითი სიტყვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები