ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გიგა ფარულავა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ალბათ მიხეილ სააკაშვილისგან ბულინგს ვერ გაუძლო და პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს

გახარია საქართველოსთვისსაერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, გგიგა ფარულავას განცხადებით, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანის გადაწყვეტილება შესაძლოა ბულინგის გამო მიიღო. თავად ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმართა სიაში იქნება შეყვანილი, რადგან მისი მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია.

გიგა ფარულავა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ალბათ მიხეილ სააკაშვილისგან ბულინგს ვერ გაუძლო და პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს
გიგა ფარულავა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ალბათ მიხეილ სააკაშვილისგან ბულინგს ვერ გაუძლო და პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღესპირველი არხი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ალბათ მიხეილ სააკაშვილისგან ბულინგს ვერ გაუძლო და შესაბამისად, პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც ვიტყვი, რომ ჩვენთვის სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ისევე როგორც, ჩვენთვის პოლიტპატიმარი არ არის ღარიბაშვილი. ახლა რატომ ღებულობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, მისი გადასაწყვეტია-“,- განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ შედგენილ პოლიტიკურ პატიმართა სიაში იქნება შეყვანილი. ორგანიზაციის შეფასებით, „ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც სააკაშვილი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ (5-დან 4) კრიტერიუმს“.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ პატიმართა ანალოგიური სია ადრეც მოამზადა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი შეყვანილი არ იყო. ორგანიზაციის აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინ მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც ვიტყვი, რომ ჩვენთვის სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ისევე როგორც, ჩვენთვის პოლიტპატიმარი არ არის ღარიბაშვილი. ახლა რატომ ღებულობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, მისი გადასაწყვეტია-“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.