პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიგაურის "საერთაშორისო გამჭვირვალობა": სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა სამართლებრივი ანალიზი, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. ორგანიზაციის განცხადებით, მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა აკმაყოფილებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით დადგენილ პოლიტპატიმრობის კრიტერიუმებს და მიზნად ისახავს მის იზოლაციას რამდენიმე საარჩევნო ციკლიდან.

გიგაურის "საერთაშორისო გამჭვირვალობა": სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია
რუსთავი 2

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წერს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესწავლას აგრძელებს და მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს.

ორგანიზაციის მიერ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ მსჯავრდების და ბრალდების საქმეების სამართლებრივ ანალიზში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია, ვინაიდან, "მის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოტანილი განაჩენები, განსაკუთრებით ე.წ. "პიჯაკების საქმეზე", აკმაყოფილებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 1900 (2012) რეზოლუციით დადგენილ პოლიტპატიმრობის რამდენიმე კრიტერიუმს".

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" მოსაზრებით, საქმეთა ერთობლიობა და სასჯელთა შეკრების პრინციპით პატიმრობის ვადის 12 წლითა და 6 თვით განსაზღვრა, რაც მიმდინარე საქმეების ფონზე შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, ავლენს ხელისუფლების დომინანტურ, ფარულ პოლიტიკურ მიზანს.

"პერმანენტული სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის ასეთი ხანგრძლივი ვადის დაკისრება სცილდება მართლმსაჯულების აღდგენის მიზნებს და ემსახურება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და მთავარი ოპოზიციური ლიდერის ხანგრძლივ იზოლაციას რამდენიმე საარჩევნო ციკლიდან.

ეს გარემოებები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6, მე-7 და მე-18 მუხლებს, რაც 1900 (2012) რეზოლუციის "ა", "გ", "დ" და "ე" კრიტერიუმებიდან გამომდინარე, იძლევა სრულ იურიდიულ საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში", - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 4
  1. TV პირველიოპოზიციურიTI: ე.წ "პიჯაკების" საქმეზე გამოტანილი განაჩენი უსამართლოა, რის გამოც სააკაშვილი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიმიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად უნდა ჩაითვალოს – TI
  3. ტაბულაოპოზიციურიTI: სააკაშვილის სახელს შევიტანთ ჩვენი ორგანიზაციის შედგენილ პოლიტიკური პატიმრების სიაში
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"მიხეილ სააკაშვილი აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს" - TI
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სააკაშვილი – დიდი მადლობა „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, სანდრო ბარამიძეს და ეკა გიგაურს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები