ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ივანიშვილი ხვდება, რომ ღარიბაშვილის დაჭერამ დააზარალა - თინა ხიდაშელი

ქართული ოცნება

თინა ხიდაშელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაჭერამ „ქართული ოცნება“ დააზარალა, რადგან პარტიაში მას კობახიძესთან შედარებით გაცილებით მაღალი ნდობა და რეიტინგი აქვს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხვდება, როგორც დააზარალა “ოცნება“ ირაკლი ღარიბაშვილის დაჭერამ.

როგორც თინა ხიდაშელმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ღარიბაშვილს ყველა თანამდებობაზე მყოფთან შედარებით 10 თავით მაღალი ნდობა და რეიტინგი აქვს.

მისი თქმით, დღესაც კი ღარიბაშვილი უფრო ბუნებრივი ლიდერია, ვიდრე კობახიძე და თუ კობახიძეს “ხვალ ფეხი გადაუბრუნდება“ უარესი რეაქცია მოჰუვება, ვიდრე მამუკა მდინარაძის ამბავს მოჰყვა.

“ოცნება“ კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილის დაჭერამ რომ დააზარალა, ამაში დარწმუნებულები არიან. იმ პარტიაში, ეჭვი არ მეპარება, ნებისმიერ, დღეს თანამდებობაზე მყოფთან შედარებით, 10 თავით მაღალი ნდობა და რეიტინგი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს, იმიტომ რომ ის არის ბუნებრივი მდგომარეობა შავ-ბნელი “ქართული ოცნების“, რეტროგრადული, საბჭოური, გოიმური, უწიგნური, გაუნაღლებელი შემადგენლობის, რომელიც მხოლოდ გულზე მჯიღის ცემით არის დაკავებული და იმის იქით არაფერი შეუძლია. მათთვის ირალი ღარიბაშვილი ბუნებრივი ლიდერია, გერმანიაში PhD - იანი კობახიძე არ არის მათი ბუნებრივი ლიდერი, რაც არ უნდა თავი მოიკლას კობახიძემ. კობახიძეს ხვალ ფეხი რომ გადაუბრუნდება, უარესს ვნახავთ, რაც მდინარაძეზე ვნახეთ. ღარიბაშვილზე ეს ვერ ვნახეთ, იმიტომ რომ ის არის ღირსეული წარმომადგენელი ამ გუნდის, ამიტომ, რა თქმა უნდა, ივანიშვილი ხვდება, რომ ამან ის დააზარალა. ის სხდომაც, რომელიც 2 დღის წინ გაიმართა “ქართულ ოცნებაში“, სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ მისთვის ნათელია, კობახიძე ვერ უზრუნვეყოფდა გუნდში სიმშვიდეს, - განაცხადა ხიდაშელმა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“შე ვირთხა და ყ@ეო მდინარაძე, დედას გიტირებთ “ოცნების” ერთგული და უღალატო მებრძოლები” – ინგა გუდაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები