პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ ტალიაშვილი: სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-ის მხარდაჭერაზე შუა დერეფნისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის განვითარებაში

აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრისას შუა დერეფნისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

თამარ ტალიაშვილი: სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-ის მხარდაჭერაზე შუა დერეფნისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის განვითარებაში
იმედინიუსი

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე სოციალურ ქსელში წერს.

ელჩის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აშშ-ის მხარდაჭერაზე შუა დერეფნისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის განვითარებაში.

„სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-ის მხარდაჭერაზე შუა დერეფნისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის განვითარებაში.

საუბრისას ხაზი გავუსვი საქართველოს საკვანძო ადგილს ტრანსკასპიური დაკავშირებადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

განსაკუთრებით დასაფასებელია სენატორი დეინსის როლი აშშ-ის სენატსა და ქვეყნის საგარეო ურთიერთობების დღის წესრიგში შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობის ხაზგასმის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ მის ამ მნიშვნელოვან პორტფელს სენატორი დეივ მაკკორმიკი ჩაიბარებს, რომელმაც უკვე დაადასტურა რეგიონთან და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა“, - წერს თამარ ტალიაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ ტალიაშვილი: სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-ის მხარდაჭერაზე შუა დერეფნისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის განვითარებაშიწაიკითხე

უახლესი ამბები