ნიკო მანაგაძე: ირაკლი კირცხალია თუ ფიქრობ, რომ ჩემთვის უბრალოდ სასამართლოთი სარგებლობის უფლების შეზღუდვით მორჩებოდა ეს ამბავი, გამცნობ საჯაროდ: უახლოესი პერიოდის განმავლობაში სარჩელით მივმართავ სტრასბურგის სასამართლოს
ნიკო მანაგაძე: ივანიშვილის 3 კაციანმა კოჰორტამ სააპელაციო სასამართლოში ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ქართული სასამართლო (აბსოლუტურად აბსურდული და უკანონო არგუმენტით) უარს ამბობს “ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, კირცხალიას ცილისმწამებლური ბოდვის შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე:
ივანიშვილის 3 კაციანმა კოჰორტამ სააპელაციო სასამართლოში ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ქართული სასამართლო (აბსოლუტურად აბსურდული და უკანონო არგუმენტით) უარს ამბობს “ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, კირცხალიას ცილისმწამებლური ბოდვის შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
გასაგებია შიში — რთულია პროცესზე დასხდნენ და პირისპირ ამტკიცონ არათუ “ტვ იმედის” ეთერში ჩემ მიმართ გაჟღერებული მადისკრედიტირებელი ბოდვის ნამდვილობა, არამედ კანონიერი საფუძვლების არსებობაც კი, რომელიც ამ სარჩელის დასაშვებობის საკითხს, ან დეპუტატის ინდემნიტეტით დაცულობის ფარგლებს განსაზღვრავდა მოცემული საქმის კონტექსტში.
სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული განჩინება განიხილა მოსამართლეთა კოლეგიამ ალექსანდრე გზირიშვილის, დავით მამისეიშვილის და გია ბერაიას შემადგენლობით. თუ რაიმე გსმენიათ ამ ოდიოზური, მანტიამოსხმული კლანის წევრი ე.წ. მოსამართლეების შესახებ, მიხვდებით, ეს სახელ-გვარები რომ წავიკითხე გადაწყვეტილებაზე გაცნობის წინ, რატომ მივხვდი ეგრევე, რა ეწერებოდა ამ 21 გვერდიან მაკულატურაში, რომელიც ქვეყნის ეროვნული სასამართლოების სახელით საბოლოო განჩინების სახით ჩამბარდა.
ირაკლი კირცხალია / Irakli Kirtskhalia თუ ფიქრობ, რომ ჩემთვის უბრალოდ სასამართლოთი სარგებლობის უფლების შეზღუდვით მორჩებოდა ეს ამბავი, გამცნობ საჯაროდ: ჰო, ეროვნულ დონეზე ეს პინგ-პონგი დასრულებულია. უახლოესი პერიოდის განმავლობაში სარჩელით მივმართავ სტრასბურგის სასამართლოს.
მადლობა კიდევ ერთხელ ნიკა თომასიანის დახმარებისთვის. და მადლობა იმ ადამიანებს წინასწარ, ვინც წარადგენს ჩემს სარჩელს სტრასბურგში.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის შიგნით სასამართლოს სახელით ჩადენილი არცერთი თავხედური უტიფრობა არ უნდა გატარდეს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ბერკეტი გამოყენებული უნდა იყოს ყველა ასეთ საქმეზე.

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…