საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა • POSTV
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა კუსტარულ პირობებში ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელები დაამზადა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულ პირობებში, სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით, დაამზადა „SARAJISHVILI-ს“, „ASKANELI-სა“ და „ASKANELI V.S.O.P-ის“ ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი – სულ 97 ბოთლი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ დამზადებული პროდუქცია.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GESARAJISHVILI-ს, ASKANELI-სა და ASKANELI V.S.O.P-ს სასმელების ფალსიფიცირებისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს - საგამოძიებო სამსახური
- რუსთავი 2საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა
- ტაბულასახლში, ფალსიფიცირებულად ამზადებდა სარაჯიშვილისა და ასკანელის კონიაკს - საგამოძიებო
- ალიათბილისში, პირი საკუთარ სახლში ბრენდული სასმელების ფალსიფიცირებას ახდენდა
- ბათუმელებიალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ბრალდებით ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…