ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სახლში, ფალსიფიცირებულად ამზადებდა სარაჯიშვილისა და ასკანელის კონიაკს - საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თბილისში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირია ბრალდებული, რომელმაც საცხოვრებელ სახლში კუსტარულად დაამზადა „SARAJISHVILI“-სა და „ASKANELI“-ს ფალსიფიცირებული კონიაკი.

სახლში, ფალსიფიცირებულად ამზადებდა სარაჯიშვილისა და ასკანელის კონიაკს - საგამოძიებო
სახლში, ფალსიფიცირებულად ამზადებდა სარაჯიშვილისა და ასკანელის კონიაკს - საგამოძიებოტაბულა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულ პირობებში, სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით, დაამზადა „SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი - სულ 97 ბოთლი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ დამზადებული პროდუქცია". - წერია უწყების განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.