ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

SARAJISHVILI-ს, ASKANELI-სა და ASKANELI V.S.O.P-ს სასმელების ფალსიფიცირებისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს - საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. ბრალდებულმა კუსტარულ პირობებში დაამზადა SARAJISHVILI-ს, ASKANELI-სა და ASKANELI V.S.O.P-ის ბრენდების ფალსიფიცირებული სასმელები.

SARAJISHVILI-ს, ASKANELI-სა და ASKANELI V.S.O.P-ს სასმელების ფალსიფიცირებისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს - საგამოძიებო სამსახური
SARAJISHVILI-ს, ASKANELI-სა და ASKANELI V.S.O.P-ს სასმელების ფალსიფიცირებისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს - საგამოძიებო სამსახურიBM.GE

SARAJISHVILI-ს, ASKANELI-სა და ASKANELI V.S.O.P-ს სასმელების ფალსიფიცირებისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულ პირობებში, სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით, დაამზადა „SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი - სულ 97 ბოთლი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ დამზადებული პროდუქცია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები