ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ბრალდებით ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
თბილისში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა საცხოვრებელ სახლში კუსტარული პირობებით ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებული სასმელი დაამზადა, რა დროსაც 97 ბოთლი უკანონო პროდუქცია ამოიღეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით მიმდინარეობს.

თბილისში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულ პირობებში, სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით, დაამზადა SARAJISHVILI-ს, ASKANELI-სა და ASKANELI V.S.O.P-ის ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი – სულ 97 ბოთლი.
„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ დამზადებული პროდუქცია.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს საგამოძიებო სამსახური.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GESARAJISHVILI-ს, ASKANELI-სა და ASKANELI V.S.O.P-ს სასმელების ფალსიფიცირებისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს - საგამოძიებო სამსახური
- რუსთავი 2საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა
- POSTVსაგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა • POSTV
- ტაბულასახლში, ფალსიფიცირებულად ამზადებდა სარაჯიშვილისა და ასკანელის კონიაკს - საგამოძიებო
- ალიათბილისში, პირი საკუთარ სახლში ბრენდული სასმელების ფალსიფიცირებას ახდენდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…