პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ქვედა ღვარდია-პატარა ონის დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ქვედა ღვარდია-პატარა ონის 16-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 20.5 მლნ ლარამდეა.

ქვედა ღვარდია-პატარა ონის დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რუსთავი 2

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ქვედა ღვარდია-პატარა ონის 16 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი, ექსკავაციისა და გაფართოების სამუშაოები, რის შემდეგაც ეტაპობრივად დაიწყება ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.

პროექტის ფარგლებში 16 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. პარალელურად, მდინარე შარაულაზე აშენდება ახალი ხიდი სარეგულაციო კედლებით, ხოლო მდინარე რიონზე არსებულ ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე, მოეწყობა საყრდენი კედლები, რკინაბეტონის ნაპირსამაგრი და ქვის ცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბლოკები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები განახლებული, უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებენ სარგებლობას.

პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 20.5 მლნ. ლარამდეა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: შქმერი-მრავალძალის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები