უცნობი: ეკა ხვედელიძე, ბიძინას ცოლი არის ჩვენი უახლოესი ოჯახი. ჩემი შვილი ირინა არის მისი შვილის, გვანცას ნათლია
უცნობი: [ბიძინას] როგორ არ ვიცნობდი, ჩვენ გავათხოვეთ ეკა - ჩვენი ოჯახიდან გათხოვდა, რას ლაპარაკობ. ეს არის 90 თუ 91 წელი. მერე ჩვენ ჩამოვედით, ჩვენ დავაფუძნეთ ქართუ მოსკოვიდან. ჩვენი იყო ესა, ყველაფერი... მერე მოხდა ისეთი რაღაც, ხო იცი როგორ ხდება ხოლმე. ეჭვი გაჩნდა რა ერთმანეთში. ჩემს და ბიძინას შორის კი არა, ერთ-ერთ ჩემს ძმაკაცს და ბიძინას შორის და მერე რაღაც ქალების ჩართულობებმა, რაღაცებმა გაამძაფრეს, გაამძაფრეს და მივიდა იქამდე, რომ დაინგრა კონკრეტულ პერიოდში ურთიერთობები.

"ეკა არის ჩვენი უახლოესი ოჯახი. ეკა ხვედელიძე, ბიძინას ცოლი არის ჩვენი უახლოესი ოჯახი. ჩემი შვილი ირინა არის მისი შვილის, გვანცას ნათლია. [ბიძინას] როგორ არ ვიცნობდი, ჩვენ გავათხოვეთ ეკა - ჩვენი ოჯახიდან გათხოვდა, რას ლაპარაკობ. ეს არის 90 თუ 91 წელი. მერე ჩვენ ჩამოვედით, ჩვენ დავაფუძნეთ ქართუ მოსკოვიდან. ჩვენი იყო ესა, ყველაფერი... მერე მოხდა ისეთი რაღაც, ხო იცი როგორ ხდება ხოლმე. ეჭვი გაჩნდა რა ერთმანეთში. ჩემს და ბიძინას შორის კი არა, ერთ-ერთ ჩემს ძმაკაცს და ბიძინას შორის და მერე რაღაც ქალების ჩართულობებმა, რაღაცებმა გაამძაფრეს, გაამძაფრეს და მივიდა იქამდე, რომ დაინგრა კონკრეტულ პერიოდში ურთიერთობები. ჩემთან კი არა, იმათთან. ისეთი ურთიერთობა გვქონდა მე და ბიძინას, რომ დამირეკა და მითხრა - საით ხარო შენო, ჩემსკენ თუ იმისკენო და მე ვუთხარი, ბიძინა ახლა ეგრე თუ მიყენებ საკითხს-მეთქი, ის ისეთ ახლობელია ჩემი და ისეთ ადამიანზე მეუბნებოდა, რომ ვერ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას - აქეთ ვარ მეთქი და კარგიო. ეგ იყო და ეგ რა" | თქვა "ქართული ოცნების" პროპაგანდისტმა, გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა, იაგო ხვიჩიას გადაცემა "საქართველოს დაბადებაში".
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…