ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

₾176 000-ის პოლიეთილენის ყუთების ყალბი ზედნადებები და ანგარიშფაქტურა გაასაღეს - დაკავებულია 2 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა. გამოძიების თანახმად, მათ 176 000 ლარის ყუთების მიწოდების ყალბი დოკუმენტები გაასაღეს და სანაცვლოდ 49 300 ლარი მიიღეს.

₾176 000-ის პოლიეთილენის ყუთების ყალბი ზედნადებები და ანგარიშფაქტურა გაასაღეს - დაკავებულია 2 პირი
₾176 000-ის პოლიეთილენის ყუთების ყალბი ზედნადებები და ანგარიშფაქტურა გაასაღეს - დაკავებულია 2 პირიBM.GE

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი მათგანის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლითაც თითქოსდა 176 000 ლარის ღირებულების პოლიეთილენის ყუთები მიაწოდეს.

ამ უკანონო ქმედების სანაცვლოდ ბრალდებულებმა მართლსაწინააღმდეგოდ მოითხოვეს და მიიღეს 49 300 ლარი.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის/დოკუმენტის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას ჯგუფურად ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აჭარაში 35 ათასი აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გასაღების ფაქტზე 1 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები