საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა. ერთ პირს ბრალი წარუდგინეს კუსტარულად დამზადებული 97 ბოთლი ფალსიფიცირებული ბრენდული ალკოჰოლური სასმელისთვის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით მიმდინარეობს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულ პირობებში, სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით, დაამზადა „SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი – სულ 97 ბოთლი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ დამზადებული პროდუქცია," - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GESARAJISHVILI-ს, ASKANELI-სა და ASKANELI V.S.O.P-ს სასმელების ფალსიფიცირებისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს - საგამოძიებო სამსახური
- POSTVსაგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა • POSTV
- ტაბულასახლში, ფალსიფიცირებულად ამზადებდა სარაჯიშვილისა და ასკანელის კონიაკს - საგამოძიებო
- ალიათბილისში, პირი საკუთარ სახლში ბრენდული სასმელების ფალსიფიცირებას ახდენდა
- ბათუმელებიალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ბრალდებით ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…