ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში, პირი საკუთარ სახლში ბრენდული სასმელების ფალსიფიცირებას ახდენდა

ფინანსთა სამინისტრო

თბილისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა. ერთ პირს ბრალი ედება საცხოვრებელ სახლში კუსტარული წესით ცნობილი ბრენდების ალკოჰოლის დამზადებაში.

თბილისში, პირი საკუთარ სახლში ბრენდული სასმელების ფალსიფიცირებას ახდენდა
თბილისში, პირი საკუთარ სახლში ბრენდული სასმელების ფალსიფიცირებას ახდენდაალია

თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყებამ ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულ პირობებში, სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით, დაამზადა „SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი – სულ 97 ბოთლი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ დამზადებული პროდუქცია.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები