ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ყალბი ცნობების გამოყენებით, 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა.

ყალბი ცნობების გამოყენებით, 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა
ყალბი ცნობების გამოყენებით, 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინაინტერპრესნიუსი

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით, 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, დაამზადეს ორი ერთეული ყალბი „ცნობა ყურძნის წარმოშობის შესახებ“. დოკუმენტებში შეტანილი იყო ყალბი მონაცემები, თითქოსდა, რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭანდარი.

უწყების ცნობითვე, აღნიშნული ყალბი ცნობების გამოყენებით, ბრალდებულები შეეცადნენ, ჭანდრის ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენი ჩაებარებინათ.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მცდელობის, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე, ორ პირს ბრალი წარუდგინეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მცდელობის, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე, ორ პირს ბრალი წარუდგინეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.